21-ე რეიტინგში - ბასილაშვილი ფედერერს უსწრებს და მონპელიეს ტურნირს იწყებს
Aa
Aa

21-ე რეიტინგში - ბასილაშვილი ფედერერს უსწრებს და მონპელიეს ტურნირს იწყებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის 250-იანი სერიის ტურნირის, Open Sud de France-ში მიიღებს მონაწილეობას. ქართველი ჩოგბურთელი, რომელიც მონპელიეში გასამართ ტურნირზე მე-4 ნომრადაა განთესილი, პირველ წრეს გამოტოვებს და ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთება.

მეორე წრეში ბასილაშვილის მეტოქე სლოვაკ ალექს მოლკანსა (74) და საკვალიფიკაციო ბადიდან გამოსულ ჩოგბურთელს შორის მოგებული იქნება. 

თუ ქართველი ჩოგბურთელი მეორე წრეს წარმატებით დაძლევს,  სავარაუდოდ სერბ ფილიპ კრაინოვიჩს ან ვილფრედ ცონგას შეხვდება.

აღნიშნულ ტურნირზე პირველ ნომრად ალექსანდერ ზვერევია განთესილი, მე-2 ნომრად ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტია, მესამე ნომრად კი - გაელ მონფილსი.

შეგახსენებთ, შემდეგ კვირაში ბასილაშვილი მსოფლიოს რეიტინგში 21-ე ადგილზე აინაცვლებს. ქართველმა ჩოგბურთელმა  დომინიკ ტიმსა და როჯერ ფედერერს გაუსწრო, ავსტრიელმა 1 020 ქულა დაკარგა, შვეიცარიელმა კი - 720. შემდეგ კვირაში ფედერერი 30-ე ჩოგანი გახდება, ტიმი კი - 37-ე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები