ტიტულთან ახლოს - ბოლქვაძე ლაფბოროს ტურნირის ფინალშია
Aa
Aa

ტიტულთან ახლოს - ბოლქვაძე ლაფბოროს ტურნირის ფინალშია

მარიამ ბოლქვაძე დიდ ბრიტანეთში მიმდინარე ლაფბოროს 25 000-იანი ტურნირის ფინალშია. ნახევარფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა ჩეხი გაბრიელა კნუტსონი სამ სეტში 6:4, 4:6, 7:6 დაამარცხა. პირველი სეტის მოგების შემდეგ ბოლქვაძემ მეორე სეტი დათმო, თუმცა საბოლოოდ მძიმე ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა.

ფინალში ბოლქვაძის მეტოქე დანიელი სოფია ნამი სამავატი იქნება, რომელიც მსოფლიოს 769-ე ჩოგანია.

ტურნირის ერთეულთა თანრიგის 1/16-ფინალურ ეტაპზე ბოლქვაძემ იტალიელი დებორა კიეზა ორ სეტში 6:3, 6:2 დაამარცხა. ამ შეხვედრაში მან ერთი ეისი შეასრულა, 1 ორმაგი შეცდომა დაუშვა, მეტოქის მოწოდება 7-ჯერ აიღო, თავისი მოწოდება კი სამჯერ დათმო. მერვედფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე იოანა გერლანდი იყო (6:3, 6:7, 7:5). 

მეოთხედფინალში ბოლქვაძემ მე-7 ნომრად განთესილ სარა ბეთ გრეის დაუპირისპირდა და მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში, სამ სეტში სძლია.

მსოფლიო რეიტინგში (WTA) მარიამ ბოლქვაძე 386 ქულით 178-ე ადგილზეა. ბოლქვაძემ კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი 2019 წელს დააფიქსირა, როცა მსოფლიო რეიტინგში 152-ე პოზიცია დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გამარჯვება მძიმე ბრძოლაში - მარიამ ბოლქვაძე ნახევარფინალში გავიდა
გამარჯვება მძიმე ბრძოლაში - მარიამ ბოლქვაძე ნახევარფინალში გავიდა