პეკინი 2022 - ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ნაკადი გაემგზავრა
Aa
Aa

პეკინი 2022 - ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ნაკადი გაემგზავრა

საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია ჩინეთში ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე რამდენიმე ნაკადად გაემგზავრება.

დღეს, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გაემგზავრა დელეგაციის პირველი ჯგუფის წევრები - სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელი მამუკა ხაბარელი, ადმინისტრაციული პერსონალი- სეოკ-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური, სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია და მოციგავე საბა ქუმარიტაშვილი.

ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოდან სპორტის სამ სახეობაში იასპარეზებს 9 სპორტსმენი. ,,პეკინი 2022“ -ის ლიცენზიანტი სპორტსმენები :

მორის ყვითელაშვილი - ფიგურული ციგურაობა

ლუკა ბერულავა - ფიგურული ციგურაობა

კარინა საფინა - ფიგურული ციგურაობა

გიორგი რევია - ფიგურული ციგურაობა

მარია კაზაკოვა - ფიგურული ციგურაობა

ანასტასია გუბანოვა - ფიგურული ციგურაობა

ნინო წიკლაური - სამთო თხილამურობა

სოსო ჯაფარიძე - სამთო თხილამურობა

საბა ქუმარიტაშვილი - ციგაობა

ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სპორტსმენთა ასპარეზობის განრიგი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,მე ვარ ნონა გაფრინდაშვილი, ქართველი, ვიცავ ჩემს განვლილ ცხოვრებასა და ეროვნებას
,,მე ვარ ნონა გაფრინდაშვილი, ქართველი, ვიცავ ჩემს განვლილ ცხოვრებასა და ეროვნებას"