როგორ ემზადება ბაკურიანი 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის
Aa
Aa

როგორ ემზადება ბაკურიანი 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის

2023 წელი საქართველოსთვის დატვირთული იქნება - როგორც ქართული სპორტის გულშემატკივარმა უკვე იცის, 2023 წელს სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატს ბაკარიანი უმასპინძლებს. ტურნირი 19 თებერვალს დაიწყება და 5 მარტის ჩათვლით გაგძელდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ტურნირის ღირსეულად მასპინძლობისთვის ინტენსიუსი სამუშაოები მიმდინარეობს: ეწყობა 3 ახალი სასრიალო მოედანი და ხელოვნური ტბები.

 

მოგეხსენებათ, სათხილამურო ფრისტაილის და სნოუბორდის ჩემპიონატის ჩასატარებლად სპეციფიკური ფერდობებია საჭირო, საქართველოს სხვადასხვა სამთო-სათხილამურო კურორტების დათვალიერების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ბაკურიანის რელიეფი დიდი სამშენებლო ჩარევის გარეშე  FIS-ის (საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის) მიერ დადგენილ სტანდარტებს შეესაბამებოდა.

ასევე, მნიშვნელოვანია ბაკურიანში უკვე არსებული ინფრასტრუქტურა, რაც რაოდენობრივად საკმაოდ ბევრი სტუმრის განთავსებას ითვალისწინებს.

საგულისხმოა ისიც, რომ ბაკურიანთან ახლოს ქალაქი ბორჯომია, რაც ასევე შესაძლებელს ხდის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას ტექნიკური პერსონალისა და სტუმრების განთავსებას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დათუნაშვილი: ,,სერბეთმა შანსი მომცა, მე კი მისი დროშა ყველაზე მაღლა ავწიე
დათუნაშვილი: ,,სერბეთმა შანსი მომცა, მე კი მისი დროშა ყველაზე მაღლა ავწიე"