Aa
Aa

"სან ანტონიო" დასავლეთ კონფერენციის ფინალში გავიდა

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ფინალისტიც გაირკვა.

გრეგ პოპოვიჩის გუნდი სერიას 3:2 იგებდა და "ჰიუსტონს" შეცდომის დაშვების უფლება არ ჰქონდა.

კავაი ლეონარდისა და ტონი პარკერის გარეშე მოასპარეზე "სან ანტონიომ" მეტოქეს, მისსავე მოედანზე, ნამდვილი გაკვეთილი ჩაუტარა. 

სტუმრებმა ოთხივე მეოთხედი მოიგეს და განსაკუთრებით გამოსარჩევი მათ მიერ ჩატარებული პირველი ტაიმი გახლდათ, რომელიც ჯამში 19 ქულით მოიგეს, რაც გარდამტეხი უპირატესობა აღმოჩნდა.

საბოლოო ჯამში "სპერსმა" 39 ქულის სხვაობით, 75:114 იმარჯვა.

კავაი ლეონარდის არ ყოფნაში თავის გუნდს ლამარკუს ოლდრიჯმა ულიდერა, ვინც 34 ქულას, 12 მოხსნაც მიამატა. 

აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში, "სან ანტონიო" "გოლდენ სტეიტს" დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები