სალუქვაძე: ,,მე და ჩემი შვილი ტურნირებზე ნათხოვარი იარაღით გამოვდივართ
Aa
Aa

სალუქვაძე: ,,მე და ჩემი შვილი ტურნირებზე ნათხოვარი იარაღით გამოვდივართ"

საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად მოყვარული მსროლელი და ბიზნესმენი, მამუკა მერკვილაძე აირჩიეს, ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ტყვიის სროლაში ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ნინო სალუქვაძე, ხოლო ვიცე-პრეზიდენტი თეიმურაზ ფერაძე გახდა.

ახალი ვიცე-პრეზიდენტის, ნინო სალუქვაძის განმარტებით, სახეობის განვითარებისთვის კანონმდელობაში შესაბამისი ცვლილებები აუცილებელია:

„ჩვენთან იარაღის შემოტანაზე მკაცრი კონტროლია და ეს ბუნებრივია. მაგრამ ჩვენი სახეობის განვითარებას ხელს უშლის ის ფაქტი, რომ სპორტული იარაღის შემოტანაც პრობლემაა. მაგალითად, მე და ჩემი შვილი, შოთა მაჭავარიანი ტურნირებზე ნათხოვარი იარაღით გამოვდივართ. შვეიცარიელებმა ახალი იარაღები გვაჩუქეს და ვერ ჩამოვიტანეთ. ამიტომ კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები აუცილებელია", -სალუქვაძის კომენტარს საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ნინო სალუქვაძისთვის ტოკიო 2020 მე-9 ოლიმპიური თამაშები იყო, რაც რეკორდია.

სალუქვაძის ოლიმპიური დებიუტი 1988 წლის სეულის ოლიმპიადაზე, საბჭოთა კავშირის სახელით შედგა. მან 25 მეტრზე სპორტული პისტოლეტით შეჯიბრში ოქროს მედალი და ასევე, ვერცხლის მედალი მოიპოვა ქალთა 10 მეტრზე საჰაერო პისტოლეტით შეჯიბრში.

ტოკიო 2020-ის მიმდინარეობისას ლეგენდარულმა სპორტსმენმა 10 მეტრიანი დისტანცის საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ დაძლია. ქართველმა მსროლელმა 567 ქულა დააგროვა და 53 მონაწილეში 31-ე ადგილი დაიკავა.  საქართველოს მედროშეს ფინალამდე მხოლოდ 10 ქულა დააკლდა, რის შემდეგაც კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გაგრა და დილა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მატჩებს გორში ჩაატარებენ
გაგრა და დილა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მატჩებს გორში ჩაატარებენ