,,მატჩიდან მატჩამდე თავდაჯერებულობა ემატება, დაამტკიცა, რომ  NBA-ს დონის მოთამაშეა
Aa
Aa

,,მატჩიდან მატჩამდე თავდაჯერებულობა ემატება, დაამტკიცა, რომ NBA-ს დონის მოთამაშეა"

ქართული კალათბურთის ამომავალი ვარსკვლავი, გოგა ბითაძე მე-18 ნომრად ინდიანა პეისერსმა 2019 წლის ივნისში აირჩია, ხოლო სანამ სეზონი პანდემიის გამო შეწყდებოდა, ბითაძის საშუალო მაჩვენებლები ასეთი იყო: 8.4 წუთი, 3.1 ქულა, 2.0 მოხსნა, 0.4 პასი, 0.7 დაფარება.

გოგას კარიერას ამერიკაში გამოეხმაურნენ და ვრცელი სტატია მიუძღვნეს:

შესაძლოა, გახსოვდეთ ქართველი კალათბურთელის, გოგა ბითაძისა და ზაიონ ვილიამსონის სურათი პრესკონფერენციაზე,  ფოტო, რომელიც ვირუსულად გავრცელდა და სადაც ნაჩვენებია, რომ მთელი ყურადღება ზაიონისკენაა მიმართული.

ეს სურათი ზუსტად ასახავს გოგას კარიერას ინდიანაში, სადაც ქართველმა კალათბურთელმა 3 წელი დაჰყო. მაშინ, როდესაც  ინდიანა პეისერსმა გოგა მე-18 ნომრად აირჩია, ამ გუნდს 2 შესანიშნავი ცენტრი ჰყავდა, მან ამ პერიოდში გამოცდილება მიიღო მიუხედავად იმის, რომ სადებიუტო წელს სათამაშოდ მიეცა დრო, განსხვავევით მეორე და მესამე სეზონებისგან. ეს ფაქტი მეტწილად, ტრავმას უკავშირდება, რის გამოც ქართველ ცენტრს 19 შეხვედრის იძულებით გამოტოვება მოუწია. ამის გარდა, ეს დაკავშირებულია ინდიანას სათამაშო სტრუქტურაზე, რომელიც განსაკუთრებით მას შემდეგ შეიცვალა, როდესაც მისმა გუნდმა 2021 წლის დრაფტზე, 23-ე ნომრად აირჩია და შანსი მორიგ ცენტრს, აიზია ჯექსონს მისცა.

მიმდინარე სეზონში ინდიანამ 34 შეხვედრა გამართა, სადაც 20 მატჩი მოიგო, 14 შემთხვევაში კი დამარცხდა. ამ დროში ქართველი კალათბურთელი პარკეტზე 20 დაპირისპირებისას გამოჩნდა, გამორჩეული მატჩი კი შარლოტის წინააღმდეგ ჩაატარა - გოგამ პარკეტზე 18 წუთი და 42 წამი გაატარა, რა დროშიც 14 ქულა, 10 მოხსნა, 3 დაფარება, 1 პასი და 1 ჩაჭრა ჰქონდა, ბურთი კი საერთოდ არ დაუკარგავს. ქართველმა ცენტრმა 8-დან 4 ორქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო.

ეს მის ამერიკულ კარიერაში მე-2 ორმაგი დუბლი გახლდათ. 2019 წლის 2 ნოემბერს, კლივლენდთან აქტივში 10 ქულა და 10 მოხსნა ჩაიწერა. ისიც აღვნიშნოთ, რომ ქართველმა NBA-ის მატჩში 10-მოხსნიან ზღვარს მიმდინარე სეზონში - პირველად, ჯამში კი მესამედ მიაღწია. 

ვფიქრობ, გოგამ დაამტკიცა, რომ NBA-ს დონის მოთამაშეა. მატჩიდან მატჩამდე მისი თავდაჯერებულობა შესამჩნევად იზრდება მიუხედავად იმის, რომ პირველ ორ სეზონში მისი სიზუსტე 44% იყო, ბოლო მაჩვენებელი კი 36%-ია. იმ მცირე დროში, რაც მან მიიღო, პერიმეტრის 28 მცდელობიდან მხოლოდ 4 გამოიყენა, რაც 14.3%-ს შეადგენს.

ეს კი უნდა ნიშნავდეს იმას, რომ გოგას აქვს პოტენციალი კიდევ უფრო მაღალი დონის მსროლელი გახდეს და რას ფიქრობთ, რას უნდა ველოდოთ მისგან ამ სეზონში? მიმაჩნია, რომ უმთავრესი მისი სათამაშო დროის ზრდა და საკუთარი შესაძლებლობების სწორი რეალიზებაა, რადგან ის NBA-ს ნამდვილი ტალანტია.

2019 წელს, კონტრაქტის გაფორმების შემდეგ დაანონსდა, რომ გოგა ბითაძე ანაზღაურების სახით პირველი 2 წლის განმავლობაში 5.8 მილიონ დოლარს მიიღებდა, ხოლო მე-3 და მე-4 წელს არსებობდა ორი შესაძლო ვარიანტი  - პირველ შემთხვევაში: გოგას ორი წლის ჯამური ანაზღაურება შესაძლოა 80%-ით მცირე ყოფილიყო ან თანხა 120%-ით გაიზრდებოდა, რაც უფრო ხშირად ხდება ხოლმე.

ასეც მოხდა, რამდენიმე თვის წინ გაირკვა, რომ ქართველ კალათბურთელსა და მის ამჟამინდელ გუნდს შორის ახალი შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც გულშემატკივარი გოგას ინდიანა პეისერსში მომდევნო 1 წლის განმავლობაში კვლავ იხილავდა.

საუბარია გაზრდილ ანაზღაურებაზეც - ქართველი ცენტრი 2022/23 წლებში დამატებით 4.76 მილიონს გამომიუშავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვინ სად წავიდა | საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სიახლეები
ვინ სად წავიდა | საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სიახლეები