„ღმერთის დონეზეა
Aa
Aa

„ღმერთის დონეზეა" - უცხოელი ქომაგები ლაშა ტალახაძის დომინაციას გამოეხმაურნენ

ტაშკენტში ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა. დღეს, მაყურებლის წინაშე ქართველი ძალოსანი, ლაშა ტალახაძე წარდგა და ფენომენალურად იასპარეზა. ლაშამ ატაცში 225 კილოგრამი ასწია, აკვრაში 267 კილოგრამი დააფიქსირა, ხოლო ორჭიდის ჯამში 492 კილოგრამი მიითვალა. ტალახაძის გამოსვლამ უცხოელი გულშემატკივრები ამჯერადაც აღაფრთოვანა და გთავაზობთ გამორჩეულ კომენტარებს, რომლებიც ქომაგებმა სოციალურ ქსელებში გააკეთეს.

„ლაშა ტალახაძემ +109 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო რეკორდი კიდევ ერთხელ დაამყარა. მან 3 ოქროს მედალი აიღო და ჯამში 492 კილოგრამი ასწია. ერთ-ერთი უდიდესი ჰეგემონია თანამედროვე სპორტში.“

„ლაშა ტალახაძე ყველაზე ძლიერი ადამიანია, რომელიც ოდესმე დაბადებულა.“

„ლაშა, რას აკეთებ!“

„ლაშა ტალახაძე ღმერთის დონეზეა. როგორ შეიძლება სპორტსმენმა ყოველი გამოსვლისას მსოფლიო რეკორდი დაამყაროს. უბრალოდ დაუჯერებელია.“

„ლაშა ტალახაძე ყველა დროის საუკეთესო ძალოსანია.“

„ლაშა ტალახაძე... ღმერთო ჩემო!“

შეგახსენებთ, რომ ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა. იგივე წარმატებას მან 2015, 2017, 2018 და 2019 წლებში მიაღწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
5 წუთი და 2 მოხსნა დეტროიტთან - ბითაძე ინდიანას დაუბრუნდა
5 წუთი და 2 მოხსნა დეტროიტთან - ბითაძე ინდიანას დაუბრუნდა