ქვილითაიას კორონავირუსი დაუდასტურდა და აპოელს ვერ დაეხმარება
Aa
Aa

ქვილითაიას კორონავირუსი დაუდასტურდა და აპოელს ვერ დაეხმარება

კვიპროსში, ქართველი ლეგიონერების აპოლონმა პაფოსი მიიღო. მე-12 ტურის მატჩი ფრედ, ანგარიშით - 1-1 დასრულდა.

შეხვედრაში მხოლოდ ერთი ქართველი ფეხბურთელი ჩაერთო - ბუბა დაუშვილი, რომელიც მოედანზე 83-ე წუთის მიმდინარეობისას გამოჩნდა. დისკვალიფიკაციის მიზეზით, გუნდს თორნიკე ოქრიაშვილი ვერ დაეხმარა, ხოლო გიორგი ქვილითაიას კორონავირუსი დაუდასტურდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ინფორმაცია თავად, სოციალური ქსელით გაავრცელა.

ამ ეტაპზე პოელს 15 ქულა აქვს (4 გამარჯვება, 3 ფრე, 4 მარცხი) და 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილს იკავებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ ქართულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელი, კახა ცხადაძე აპოელის საყრდენი ნახევარმცველით, ბუბა დაუშვილით დაინტერესდა, თუმცა თავად ფეხბურთელმა აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Azerisport: კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გუნდს ვოლკოვი სურს
Azerisport: კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გუნდს ვოლკოვი სურს