ბუბა დაუშვილი: ,,დინამო თბილისთან დაკავშირებული ინფორმაცია სიცრუეა
Aa
Aa

ბუბა დაუშვილი: ,,დინამო თბილისთან დაკავშირებული ინფორმაცია სიცრუეა"

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა ფინიშთან მივიდა.

განსაკუთრებით, ბოლო ტურებში ნაჩვენები ფეხბურთითა და შედეგით უკმაყოფილო დარჩა დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელი, კახა ცხადაძე, რომელმაც დაანონსა, რომ დინამო თბილისს ძალიან ბევრი ფეხბურთელი დატოვებდა და შესაბამისად, ძირითადი ბირთვი ახალი მოთამაშეებით შეივსებოდა.

ქართულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ცხადაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების საყრდენი ნახევარმცველით, ბუბა დაუშვილით დაინტერესდა, მედიამ კი ფეხბურთელის ამჟამინდელი კლუბის, აპოელის პოზიცია გაავრცელა.

ადგილობრივი sport-fm-ის ინფორმაციით:

საქართველოში გავრცელებულ ინფორმაციაზე აპოელში არაფერი იციან. ქართველი ფეხბურთელი მხოლოდ იმაზეა კონცენტრირებული, რომ ,,ლურჯ-ყვითლებს" სატურნირო ცხრილში პოზიციის გაუმჯობესებაში დაეხმაროს.

მოგვიანებით, ფეხბურთელმა სოციალური ქსელით თავადაც გაავრცელა ინფორმაცია და აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გეგუჩაძე: ,,ჩემპიონობა გულშემატკივრის ასეთი სიხარულისთვის ღირდა
გეგუჩაძე: ,,ჩემპიონობა გულშემატკივრის ასეთი სიხარულისთვის ღირდა"