ტურის სიმბოლურში - Whoscored-მა დავითაშვილი გამოარჩია
Aa
Aa

ტურის სიმბოლურში - Whoscored-მა დავითაშვილი გამოარჩია

 რუსეთის პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ტულის „არსენალი“ „ხიმკის“ ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. მატჩი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა და ქართველი გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა.

მთელი მატჩის განმავლობაში „არსენალი“ დომინირებდა და მომენტს მომენტზე ქმნიდა. ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა ზურიკო დავითაშვილი, რომელმაც მინდორზე 90 წუთი დაყო და გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.

იმ დროს, როდესაც ანგარიში „ხიმკის“ სასარგებლოდ 1:0 იყო, ქართველმა შემტევმა ბრწყინვალე სოლორეიდი მოაწყო და ძლიერი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. ზურიკოს კარგი თამაში დაუფასდა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ Whoscored-მა დავითაშვილი ტურის სიმბოლურ თერთმეტეულში შეიყვანა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელისთვის მიმდინარე სეზონის რუსეთის პრემიერ ლიგაში რიგით მე-3 გოლი იყო. რაც შეეხება ტულას, რუსულმა კლუბმა ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა და სატურნირო ცხრილში 19 ქულით მე-11 ადგილზე აღზევდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები