ATP Cup-ი რაფაელ ნადალის გარეშე გაიმართება
Aa
Aa

ATP Cup-ი რაფაელ ნადალის გარეშე გაიმართება

სიდენეიში, ATP CUP შედგება, სადაც გულშემატკივარი 24 ნაკრებს იხილავს.

ავსტრალიის ყველაზე დიდ ქალაქში დაგეგმილი ტურნირი სტარტს 2022 წლის 1 იანვარს აიღებს და 12 ნოემბერს დასრულდება, თუმცა არაერთი ცნობილი ვარსკვლავის გვერდით ლეგენდარული რაფაელ ნადალი არ გამოჩნდება.

ესპანური გამოცემების ინფორმაციით, მიზეზი ტრავმაა. მოგეხსენებათ,  რამდენიმე თვის წინ ინფორმაცია ესპანელმა თავად, სოციალური ქსელით გაავრცელა და დაწერა, რომ პრობლემები ფეხთან დაკავშირებით ჰქონდა. 34 წლის ნადალმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 2 ტურნირი, რომსა (მასტერსი; 1000) და ბარსელონაში (500) გამართული გათამაშებები მოიგო. ასევე, როლან გაროსის 1/2 ფინალამდე მივიდა, სადაც  ნოვაკ ჯოკოვიჩის წინააღმდეგ დამარცხდა.

ცნობილია, რომ ნადალი 17-18 დეკემბერს, აბუ-დაბის საჩვენებელ ტურნირზე იასპარეზებს, სადაც ტრავმის შემდეგ პირველად გამოჩნდება.

საინტერესოა, რომ ATP CUP-ს ნადალი ზედიზედ მეორედ გამოტოვებს - გასულ წელს ესპანელს ზურგის ტრავმა აწუხებდა.

მონაწილეების სრული სია ასეთია:

საქართველო, სერბეთი, რუსეთი, გერმანია, საბერძნეთი, ესპანეთი, იტალია, ნორვეგია, პოლონეთი, კანადა, დიდი ბრიტანეთი, არგენტინა, ავსტრია, შვეიცარია, ჩილე, საფრანგეთი, აშშ, ხორვატია, ბულგარეთი, სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია, ყაზახეთი, ბელგია და უნგრეთი.

ტურნირის ფორმატის მიხედვით, 24 ჯგუფი 6 4-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდება. შემდეგი ეტაპის საგზურს  ჯგუფის გამარჯვებულები და 2 საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს.

საქართველოს შემადგენლობასაც იხილავს, რომელიც მე-16 ნომრად იასპარეზებს.

ტურნირის მოქმედი ჩემპიონი რუსეთია, რომელმაც გასულ წელს ფინალში იტალია დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიეცი ხმა თად მაკფადენს გახდეს ტურის MVP
მიეცი ხმა თად მაკფადენს გახდეს ტურის MVP