Aa
Aa

"ბოძებული შანსი უნდა გამოიყენოს" - გენტის მწვრთნელი ჩაკვეტაძეზე

გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მოიშუშა, თუმცა მის გარშემო პრობლემები არ მთავრდება. ქართველმა ფეხბურთელმა გასულ ტურში არ ითამაშა და მეტიც, განაცხადშიც კი ვერ მოხვდა. „გენტი“ პირველ დეკემბერს ბელგიის თასზე „ლომელს“ უნდა შეხვდეს და როგორც ცნობილი გახდა ქართველი ფეხბურთელი არც ახლა არის განაცხადში.

გამოცემა nieuwsblad.be გიორგი ჩაკვეტაძეზე წერს და ამავდროულად „გენტის“ მთავარი მწვრთნელის ჰეინ ვანჰაზებრუკის სიტყვებს ავრცელებს, რომლებიც ქართველ გულშემატკივრებს არ ესიამოვნებათ.

რას წერს nieuwsblad.be?

„მთავარი მწვრთნელის ვარიანტები ზოგჯერ ამოუწურავი ჩანს, თუმცა ზოგჯერ ის თავისი ფეხბურთელებისთვის კატეგორიულია. მაგალითად, რომან ბეზუსმა, ჯანი ბრუნომ და გიორგი ჩაკვეტაძემ წინა ტურში არ ითამაშეს. ჩაკვეტაძე კი ახლა განაცხადიდანაც გაქრა. როგორც ჩანს ქართველ ფეხბურთელს მეტი მონდომება სჭირდება.

ჰეინ ვანჰაზებრუკი ჩაკვეტაძეზე:

„შემტევ ხაზში დიდი კონკურენციაა და ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავს. ბოძებული შანსი უნდა გამოიყენო.“

შეგახსენებთ, რომ „ჯვაროსნების“ შემტევმა მიმდინარე სეზონში „გენტის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 14-ჯერ მოირგო, 1 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. გიორგიმ ერთადერთი გოლი ბელგიის თასზე გაიტანა. ორი საგოლე გადაცემა ჟუპილერ ლიგაში და ბელგიის თასზე მიითვალა და ერთიც კონფერენს ლიგაზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები