ოქტომბრის შემდეგ - ჰოლანდი დაბრუნდა და ვოლფსბურგს გაუტანა
Aa
Aa

ოქტომბრის შემდეგ - ჰოლანდი დაბრუნდა და ვოლფსბურგს გაუტანა

ბუნდესლიგის მორიგ ტურში „ვოლფსბურგმა“ „დორტმუნდს“ უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. სტუმრებმა მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვეს, თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ერლინგ ჰოლანდის დაბრუნება იყო.

ნორვეგიელ სუპერვარსკვლავს ოქტომბრის შემდეგ, ტრავმის გამო არ უთამაშია. დღეს კი ცვლილებაზე 73-ე წუთზე გამოვიდა და 81-ე წუთზე გოლი გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ „ბორუსია“ 2:1-ს იგებდა, ერლინგის გოლით დაბრუნება მაინც გამოსარჩევია.

ჰოლანდის ტრავმა

გერმანული BILD-ის ინფორმაციით, ერლინგ ჰოლანდს მენჯ-ბარძაყის ძვლის მოტეხილობა აღენიშნებოდა და ამის გამო შესაძლოა 2021 წელს ვეღარ ეთამაშა, თუმცა როგორც ხედავთ ნორვეგიელი თავდამსხმელი ვადაზე ადრე დაბრუნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები