ბრწყინვალე გამოსვლა: ტალახაძე საქართველოს ჩემპიონია
Aa
Aa

ბრწყინვალე გამოსვლა: ტალახაძე საქართველოს ჩემპიონია

ძალოსნობაში საქართველოს ჩემპინატს დუშეთი მასპინძლობს. ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ატაცში პირველ ჯერზე 200 კგ. დაძლია, შემდეგ შედეგი გააუმჯობესა და 210 კგ. ასწია. ის ასევე წარმატებით გამოვიდა მესამე ცდაზე, როცა ატაცში შტანგის წონა 215 კგ. იყო. აკვრაში ტალახაძემ ჯერ 240 კგ დაძლია, მეორე ცდაზე კი - 250 კგ.

საუკეთესო შედეგების გათვალისწინებით ლაშა ტალახაძემ საბოლოო ჯამში 245 კგ. ასწია. პლანეტის საუკეთესო ძალოსანმა ორჭიდში გამოსვლაზე უარი თქვა.

109 და +109 კგ. წონით კატეგორიებში საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:

109 კგ: 1)ზაზა ლომთაძე (ქუთაისი) - 157/200/357, 2) აკაკი ტალახაძე (საჩხერე) – 161/195/356, 3) გიორგი ჩხეიძე (ზუგდიდი) – 153/180/333

+109 კგ: 1) ლაშა ტალახაძე (საჩხერე) – 215/250/465, 2) ბაქარ თურმანიძე (აჭარა) –181/222/403, 3) ოთარ ზაბახიძე (საჩხერე) – 138/175/313

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით საქართველოს 3 რეკორდი დამყარდა. გურამ ვეკუამ 17 წლამდელთა შორის ატაცში 4, აკვრაში 5, ხოლო ორჭიდის ჯამში 8 კილოგრამით გააუმჯობესა რეკორდი, რომელიც მასვე ეკუთვნოდა.

96 კგ. ოქროს მედალი: ირაკლი გობეჯიშვილი (ქუთაისი) – 160/195/355, ვერცხლის მედალი: ლაშა თაქთაქიშვილი (თბილისი) – 127/161/288, ბრინჯაოს მედალი: ლუკა ქაშიბაძე (წყალტუბო) – 128/157/285

102 კგ. ოქროს მედალი: ანტონ პლესნოი (თბილისი) – 175/195/370, ვერცხლის მედალი: ირაკლი ჩხეიძე (ზუგდიდი) – 155/190/345, ბრინჯაოს მედალი: გურამ ვეკუა (ზუგდიდი) – 140/177/317

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დრამატული შეხვედრა და მსაჯთა გადაწყვეტილება: ტოჩინოშინს მარცხი ჩაეთვალა
დრამატული შეხვედრა და მსაჯთა გადაწყვეტილება: ტოჩინოშინს მარცხი ჩაეთვალა