დრამატული შეხვედრა და მსაჯთა გადაწყვეტილება: ტოჩინოშინს მარცხი ჩაეთვალა
Aa
Aa

დრამატული შეხვედრა და მსაჯთა გადაწყვეტილება: ტოჩინოშინს მარცხი ჩაეთვალა

''ფუკუოკა კოკუსაი ცენტრში“ წლის ბოლო სუპერტურნირის, „კიუშუ ბაშოს“ მეცხრე დღეს ტოჩინოშინი მე-17 მაეგაშირა შოჰოზანს დაუპირისპირდა. შეხვედრა ძალიან საინტერესო გამოვიდა, საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, ორივე მათგანს გამარჯვების შანსი ჰქონდა, ტოჩინოშინმა მეტოქე ასწია და დოჰიოდან გადაიყვანა, თუმცა მსაჯთა გადაწყვეტილებით ტოჩინოშინს მარცხი ჩაეთვალა, რადგან ერთ ეპიზოდში დოჰიო დატოვა, რაც განმეორებით ჩვენებაზე კარგად გამოჩნდა.

სუპერტუნირის მე-10 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-17 მაეგაშირა კაისეი იქნება. მათი 24 დაპირისპირებიდან ლევან გორგაძემ 13 მოიგო.

რადგან ტოჩინოშინმა საწყისი 4 შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა, გამოტოვებული შეხვედრები წაგებად ჩაეთვალა. ასე, რომ მის ანგარიშზე საწყისი 9 დღის შემდეგ მხოლოდ 2 გამარჯვებაა. მან დარჩენილი 6 შეხვედრიდან ექვსივე უნდა მოიგოს, რომ დადებითი ბალანსი გაიფორმოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სწრაფად და მარტივად: აკუამ ტოჩინოშინი დაამარცხა
სწრაფად და მარტივად: აკუამ ტოჩინოშინი დაამარცხა