64 წლის ფეხბურთელმა მოყვარულთა ლიგაში ითამაშა და საგოლე გადაცემა გააკეთა
Aa
Aa

64 წლის ფეხბურთელმა მოყვარულთა ლიგაში ითამაშა და საგოლე გადაცემა გააკეთა

მოყვარულთა ლიგაში ისტორიული ამბავი მოხდა - მამა-შვილმა ითამაშა, საინტერესო კი ის არის, რომ 64 წლის ბონდო ჯობავამ შვილთან, ირაკლისთან ერთად, მონაწილეობა მოყვარულთა ლიგის ბოლო ტურის მატჩში მიიღო და საგოლე გადაცემითაც გამოირჩა. 

აფხაზეთის გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე მოედანზე ორივე ტაიმში გამოჩნდა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

ბონდო ჯობავა 70-80-იან წლებში აფხაზეთის პირველობაზე ასპარეზობდა, ირაკლი კი სოხუმის ცხუმის რიგებში 2001-03 წლებში გამოდიოდა.

სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატი ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების ჩართულობის კუთხით საქართველოში ყველაზე მასობრივი სპორტული ჩემპიონატია. მოყვარულთა ლიგაში საქართველოს ყველა რეგიონია ჩართული -  აერთიანებს 400-ზე მეტ სამოყვარულო საფეხბურთო გუნდსა და 15 000- მდე მოყვარულ ფეხბურთელს.

2018 წელს პროექტმა UEFA-სგან სპეციალური ჯილდო მიიღო და აღიარეს, როგორც ევროპის მასშტაბით წლის საუკეთესო მასობრივი საფეხბურთო პროექტის კონცეფცია. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები