,,წალენჯიხას სტადიონს გავუკეთებ და ვუპოვი მწვრთნელს
Aa
Aa

,,წალენჯიხას სტადიონს გავუკეთებ და ვუპოვი მწვრთნელს" - თემურ ჭყონია

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი თემურ ჭყონია იმ სფეროებს ასახელებს, სადაც წალენჯიხაში ინვესტირებას გეგმავს. ამ საკითხზე მან BM.GE-სთან ისაუბრა.

ჭყონიას განმარტებით, სულ მალე, მისი ინიციატივით, წალენჯიხას სტადიონი ექნება.

მაქვს ბავშვთა სპორტის განვითარების გამოცდილება. ხშირად მესმის ქილიკი ადამიანების მხრიდან, მაგრამ ეს ჩემზე არ მოქმედებს. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ წალენჯიხას არ ჰქონია სტადიონი და აქედანვე ვეუბნები წალენჯიხის მერს, რომ ჩავდივარ და ვუკეთებ სტადიონს; გარდა ამისა ვუპოვი მწვრთნელს და მე როგორც მიყვარს, ამ თემას ისეთ მაღალ დონეზე დავაორგანიზებ. 


მხოლოდ იმ სფეროებს შევეხები, რაც კარგად ვიცი - ბავშვთა ფეხბურთის განვითარება, განათლებაში ინვესტირება, სტუდენტების და ნიჭიერი ბავშვების დაფინანსება წალენჯიხაში დაბრუნების პირობით და ეს შეიძლება შეეხებოდეს ქალაქის ინტერიერის ცვლილებას. 

მოგეხსენებათ, წალენჯიხას საფეხბურთო კლუბი სქური მე-4 ლიგაში ასპარეზობს და ზედა ჯგუფში გამართული 15 შეხვედრის შემდეგ, მხოლოდ 10 ქულა აქვს.

სქური საშინაო შეხვედრებს წალენჯიხაში, საშა კვარაცხელიას სახელობის სტადიონზე ატარებს, რომლის ტევადობაც დაახლოებით 4 000-ია.

მომზადებულია BM.GE-ს მიხედვით / ფოტო: GFF

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები