სამწუხარო მარცხი - მამიაშვილი ვერცხლის მედალს დასჯერდა
Aa
Aa

სამწუხარო მარცხი - მამიაშვილი ვერცხლის მედალს დასჯერდა

ბუდაპეშტში მიმდინარე 23 წლამდე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ალეკო მამიაშვილი ვერცხლის მედალს დასჯერდა.

73 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში ქართველი ძიუდოისტი რუსეთის სახელით მოასპარეზე სომეხ არმენ აგაიანს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ ვაზარით დამარცხდა.

ფინალამდე მამიაშვილმა 4 მეტოქეს ბულგარელ მარკ ჰრისტოვს, ბელარუსს რუსლან ჰაკავაჩუს, უნგრელ დანიელ ზეგედისა და მოლდოველ ადილ ოსმანოვს აჯობა.

შეგახსენებთ, რომ დღესვე ბრინჯაოს მედალი გიორგი თუთაშვილმა დაისაკუთრა. 66 კილოგრამი წონითი კატეგორიის მედლისთვის ბრძოლაში ქართველმა ძიუდოისტმა ფრანგი ორლანდო კაზორლა იპონით დაამარცხა და საქართველოს დელეგაციას პირველი მედალი მოუპოვა

ბუდაპეშტში მიმდინარე 23 წლამდე ევროპის ჩემპიონატის ხვალ გაგრძელდება და საქართველოს სახელით ტატო გრიგალაშვილი, ვლადიმირ ახალკაცი, ნიკა ხარაზიშვილი, ილია სულამანიძე, გიორგი ჩიქოვანი, გელა ზაალიშვილი , საბა ინანეიშვილი, ნინო გულბანი , მარიამ ჭანტურია და სოფიო სომხიშვილი იასპარეზებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები