Aa Aa
22 ოქტომბერი 2021  |  00:02

„ყველაფერი ჩემი ბრალია“ - მოურინიო 1:6 წაგებული მატჩის შემდეგ

კონფერენს ლიგის მე-3 ტურში, ჟოზე მოურინიოს „რომა“ სტუმრად „ბოდო გლიმტთან“ 1:6 განადგურდა. მატჩის შემდეგ „ჯალოროსის“ ფეხბურთელებმა ტრიბუნებზე შეკრებილ იტალიელ გულშემატკივრებს, რომლებიც განრისხებული იყვნენ, ბოდიში მოუხადეს, „რომას“ თავკაცმა კი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.

„ყველაფერი ჩემი ბრალია. მინდოდა, სწორედ ამ შემადგენლობით მეთამაშა და მინდოდა, რამდენიმე ფეხბურთელისთვის მოედანზე გასვლის საშუალება მიმეცა. რომას ფეხბურთელთა ერთ ჯგუფსა და მეორე ჯგუფს შორის კლასში შესამჩნევი სხვაობაა და ერთი და იგივე თერთმეტეულით თამაში რომ შემძლებოდა, ამას აუცილებლად გავაკეთებდი.

ბოდო გლიმტი ჩვენზე კარგი გუნდია. ყოველ შემთხვევაში დღეს ასე იყო. ის ფეხბურთელები, რომლებიც ჩვენმა მეტოქემ ძირითად შემადგენლობაში გამოიყვანა, ჩვენს სასტარტო ფეხბურთელებზე მაღალი დონის იყვნენ“.

შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიოს კარიერაში პირველად მოხდა შემთხვევა, როცა მისმა გუნდმა მინიმუმ 6 გოლი გაუშვა. აქამდე მაქსიმუმი 5 გოლი იყო, რომელიც „მოუს“ ბიჭებს „ბარსელონამ“ გაუტანა. „განსაკუთრებულს“ კარიერაში 1008 მატჩი აქვს გამართული და მისმა გუნდმა 6 გოლი პირველად გაუშვა.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage