„მბაპეს გაფორმება შეგვეძლო, მაგრამ მწვრთნელებმა დემბელე აირჩიეს
Aa
Aa

„მბაპეს გაფორმება შეგვეძლო, მაგრამ მწვრთნელებმა დემბელე აირჩიეს" - ამბობს ბარტომეუ

„ბარსელონას“ ყოფილმა პრეზიდენტმა, ხოსეპ ბარტომეუმ საინტერესო ისტორია გაიხსენა და განაცხადა, რომ „ბლაუგრანა“ კილიან მბაპეს ტრანსფერზე ფიქრობდა, მაგრამ არჩევანი უსმან დემბელეზე შეაჩერა.

„მბაპეს გაფორმების ვარიანტს განვიხილავდით, მაგრამ მწვრთნელებმა მას დემბელე ამჯობინეს, რადგან სჭირდებოდათ ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე სივრცეებს შექმნიდა. ჩვენ მიერ გაჩარხულ ტრანსფერებს რაც შეეხება, ზოგიერთმა მათგანმა მოლოდინი ვერ გაამართლა, მაგრამ ფეხბურთში ეს ხშირად ხდება.

როცა კოუტინიო და დემბელე გავიფორმეთ, ყველა ტაშს გვიკრავდა. კოუტინიო გუნდში იმიტომ მოვიდა, რომ ინიესტა მიდიოდა და იგი პრემიერ ლიგაში საუკეთესო იყო. დემბელს მოსვლა კი ნეიმარის წასვლას უკავშირდება“.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონამ“ დემბელე 2017 წელს შეიძინა და მის სანაცვლოდ „დორტმუნდს“ 105 მილიონი ევრო გადაუხადა, რასაც 40 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები დაემატა. კოუტინიოს რაც შეეხება, „ბლაუგრანას“ ბრაზილიელი 105 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდა და ბონუსების შემდეგ, ეს თანხა შესაძლოა, 142 მილიონ გირვანქა სტერლინგამდე გაიზარდოს.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები