Aa Aa
6 ოქტომბერი 2021  |  13:55

ლეგენდარული მუჰამედ ალის ნახატები აუქციონზე გაიყიდა

ლეგენდარული მოკრივის, მუჰამედ ალის ნახატები აუქციონზე გაიყიდა და მიღებულმა თანხამ თითქმის 1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აუქციონი „ბონჰემსმა“ ჩაატარა და ალის 26 ნამუშევარი გაყიდა. ყველაზე ძვირადღირებული ნახატი „უკბინე ფუტკარივით“ აღმოჩნდა, რომლის ფასიც 425 000 აშშ დოლარი გახლდათ.

ალის ნახატები აუქციონზე კოლექციონერმა როდნი ჰილტონ ბრაუნმა გაიტანა. ამ უკანასკნელის თქმით, ალიმ მისთვის პირველი ნახატი 1977 წელს, ბოსტონში გამართული ბრძოლის შემდეგ დახატა. აუქციონის შედეგად მიღებული ზუსტი თანხა 945 524 აშშ დოლარი იყო, რაც მოსალოდნელზე 3-ჯერ მეტი გახლდათ.

„ალი საკულტო ფიგურა იყო, რომელმაც თაობები შეცვალა. მისი ნამუშევრები აღწერენ იმას, რაც მის გულთან ყველაზე ახლოს იყო: კრივი, სამოქალაქო უფლებები, რელიგია და მსოფლიო მშვიდობა“, - განაცხადა „ბონჰემსის“ წარმომადგენელმა, ჰელენ ჰოლმა.

სხვათა შორის, ალიმ „უკბინე ფუტკარივით“ 1978 წელს, სატელევიზიო შოუ „თავისუფლების გზის“ გადაღებისას დახატა და ერთადერთი ნახატია, რომელსაც მისი ლექსი მოჰყვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage