''ჩემი მისია ელიტარულ სპორტში შევასრულე'' - ფაჟავამ კარიერა დაასრულა
Aa
Aa

''ჩემი მისია ელიტარულ სპორტში შევასრულე'' - ფაჟავამ კარიერა დაასრულა

ქართველმა ტანმოვარჯიშზე სალომე ფაჟავამ პროფესიული კარიერა 24 წლის ასაკში დაასრულა. მან მიღებული გადაწყვეტილება Facebook-ის საშუალებით საზოგადოებას ამცნო.

''ძვირფასო მეგობრებო, მსურს გითხრათ, რომ პროფესიული კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მივიღე. ჩემი მისია ელიტარულ სპორტში შევასრულე. მოვიდა დრო, რომ დავტოვო ძველი გზა და სხვა მიმართულელებით განვვითარდე.მადლობა მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის''.

სალომე ფაჟავა რითმულ ტანვარჯიშში გამოდიოდა. 1997 წლის 3 სექტემბერს მოსკოვში დაიბადა, თუმცა შემდგომში საქართველოში ცხოვრობდა და საქართველოს სახელით ასპარეზობდა. 

ფაჟავა ორი ოლიმპიადის მონაწილეა (რიო 2016, ტოკიო 2020).

გასულ ზაფხულში ტოკიოს ოლიმპიადაზე სალომე ფაჟავა საუკეთესო ათეულში ვერ მოხვდა. ქართველმა სპორტსმენმა ტოკიოში  მონაწილეობა 4 დისციპლინაში მიიღო და საერთო ჯამში, 89.650 ქულა დააგროვა. სალომემ რგოლის ვარჯიში 23.550 შედეგით დაასრულა, მეორე გამოსვლისას ბურთით იასპარეზა და 21.950 ქულა დააფიქსირა, მესამეზე ცდაზე რაჭულ ჰანგებზე გურზებით ვარჯიში შეასრულა, რომელიც მსაჯებმა 23,500 ქულით შეუფასეს, ხოლო ბოლო მისვლაზე ვარჯიში ბაფთით აჩვენა და 20.650 ქულა მიიღო.

დასრულებულ ტოკიო 2020-ს სპორტსმენი სოციალური ქსელით გამოეხმაურა.

„ნანატრი ტოკიოს ოლიმპიური თამაშები დასრულდა. მინდა, ამ პოსტით მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს , რომელიც გულწრფელად მგულშემატკივრობდა, გვერდში მედგა და მაძლევდა სტიმულს და იმის ძალას, რომ ბოლომდე მებრძოლა მიუხედავად ყველა სირთულისა, იმედგაცრუების, უსამართლობისა და ტრავმების, რაც მთელი კარიერის მანძილზე გამოვიარე. თქვენი თანადგომით მე გავძლიერდი და უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ შევძელი ამ დიდი, რთული და წარმატებული გზის გავლა! მადლობა ყველას ვისაც სჯეროდა ჩემი. P.S ვრცლად მომდევნო პოსტში დავწერ".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები