მაყურებლით საბერძნეთთან მატჩზე - საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება
Aa
Aa

მაყურებლით საბერძნეთთან მატჩზე - საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

9 ოქტომბერს დაგეგმილ საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩზე მაყურებლების 33%-ს გარკვეული პირობებით დაუშვებენ.

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ოქტომბერში 2 მატჩს ჩაატარებს - 9 ოქტომბერს, ბათუმის სტადიონზე საბერძნეთს უმასპინძლებს, ხოლო 12 ოქტომბერს სტუმრად, პრიშტინას ფადილ ვოკრი არენაზე, კოსოვოს ესტუმრება. 

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორი მატჩისთვის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა 25 ფეხბურთელი გამოიძახა. სანიოლის სიას ოთარ კიტეიშვილი, ტრავმის მიზეზით გამოაკლდა, ხოლო გიორგი ქვილითაია და საბა ხვადაგიანი - შეუერთდა.

გუნდი სრული შემადგენლობით ვარჯიშს თბილისში განაგრძობს, ხოლო ბათუმში 7 ოქტომბერს გაემგზავრება.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები ესპანეთის, შვედეთის, კოსოვოსა და საბერძნეთის ჯგუფში ასპარეზობს. ამ ეტაპზე, 5 მატჩის შემდეგ, სანიოლის გუნდს მხოლოდ 1 ქულა აქვს და ჯგუფში, ბოლო, მე-5 ადგილს იკავებს (1 ფრე, 4 მარცხი / 2 გატანილი, 9 გაშვებული)

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები