მსოფლიო ჩემპიონატი - საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში გავიდა
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი - საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში გავიდა

ესპანეთში მიმდინარე ჭადრაკის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატზე საქართველოს ქალთა ნაკრებმა ერთი ტურით ადრე  პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.

მესამე ტურში ჩვენმა გოგონებმა გერმანიის ნაკრები დიდი ანგარიშით 3,5:0,5 დაამარცხეს, ხოლო მეოთხე ტურში პოლონეთის ნაკრებთან 2:2 იასპარეზეს. ჩატარებული 4 წრის შემდეგ ჩვენი ნაკრები 6 ქულით B ჯგუფის ლიდერია.

ჯგუფური ეტაპის ბოლოს საქართველოს ნაკრები ამერიკის საჭადრაკო ფედერაციების ნაკრებს დაუპირისპირდება. მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური პარტიები კი ხვალ გაიმართება.

ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ღირსებას ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, მერი არაბიძე და სალომე მელია იცავენ.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები