თეთრი ფენიქსი დიდ სუმოს ტოვებს - ჰაკუჰომ კარიერის დასრულება გადაწყვიტა
Aa
Aa

თეთრი ფენიქსი დიდ სუმოს ტოვებს - ჰაკუჰომ კარიერის დასრულება გადაწყვიტა

ლეგენდარული სუმოტორი, ჰაკუჰო დიდ სუმოს ტოვებს. მონღოლმა იოკოძუნამ, რომელიც უამრავი რეკორდის მფლობელია, კარიერის დასრულება გადაწყვიტა და დღეს დილით, იაპონიის სუმოს ასოციაციის წარმომადგენლებმა ყველაფერი დაადასტურეს.

ჰაკუჰო იაპონიის სუმოს ასოციაციას ოფიციალურ დოკუმენტს უახლოეს პერიოდში წარუდგენს და იაპონური ტელეარხის, NHK-ის მიხედვით, მონღოლმა იოკოძუნამ კარიერის დასრულება მუხლის პრობლემების გამო გადაწყვიტა. ჰაკუჰოს წასვლის შემდეგ, იოკოძუნას რანგში მხოლოდ ერთი სუმოტორი, ტერუნოფუჯი იასპარეზებს.

ჰაკუჰო 1985 წელს დაიბადა და იაპონიაში 15 წლის ასაკში გადაბარგდა, რათა ბედი სუმოში ეცადა. მისი სადებიუტო შეხვედრა 2001 წელს გაიმართა და 5 წლის შემდეგ პირველი ბაშო მოიგო, 2007 წელს კი იოკოძუნას წოდება მიანიჭეს.

ჰაკუჰოს რეკორდები

45-ჯერ მოგებული იმპერატორის თასი

ყველაზე მეტი გამარჯვება კარიერაში - 1187

ყველაზე მეტი გამარჯვება უმაღლეს დივიზიონში - 1093

ყველაზე მეტი გამარჯვება იოკოძუნას რანგში - 899

ყველაზე მეტი ტურნირი იოკოძუნას რანგში - 84

დაუმარცხებლად მოგებული ყველაზე მეტი ბაშო - 16

ყველაზე მეტი გამარჯვება კალენდარული წლის განმავლობაში - 86(ორჯერ)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები