ჯანოს საგოლე და "სპარტაკი" ჩემპიონობას უახლოვდება
რუსეთის პრემიერლიგაში 21-ე ტურის მატჩში "სპარტაკმა" "ორენბურგი" მიიღო და 3:2 დაამარცხა.
მოსკოველთა ქართველმა შემტევმა, ჯანო ანანიძემ 76-ე წუთამდე ითამაშა და მეორე გოლისას ჯერ მცველი ლამაზი მოძრაობით ჩამოიშორა, ხოლო შემდეგ ზობნინს ბურთი თავზე დაასვა და საგოლე პასიც ჩაიწერა.
მოსკოვის "სპარტაკი" 48 ქულით ჩემპიონატის ლიდერია. 42-42 ქულა აქვთ მის მდევრებს "ცსკა"-სა და "ზენიტს".