Aa
Aa

"ბრწყინვალე" - beIN SPORTS ლობჟანიძის გოლს გამოეხმაურა

თურქეთის სუპერ ლიგის მესამე ტურში „ჰატაისპორმა“ „ანტალიასპორს“ უმასპინძლა და 5:0 გაანადგურა. საბა ლობჟანიძის გუნდმა მიმდინარე სეზონში პირველი 3 ქულა მოიპოვა.

მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძლები დომინირებდნენ, რაც ანგარიშში აისახა. ქართველი გულშემატკივრებისთვის კი შესანიშნავი რამ მოხდა. ლობჟანიძემ მე-18 წუთზე ულამაზესი გოლი გაიტანა.

27 წლის შემტევმა მარჯვენა ფლანგზე ტრაორესთან გაითამაშა ბურთი, დასარტყმელ პოზიციაზე დარჩა და გარე ტერფით ულამაზესი გოლი გაიტანა.

ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული გამოცემა beIN SPORTS ქართველი ფეხბურთელის გოლს გამოეხმაურა.

„მე-18 წუთზე ლობჟანიძემ ბრწყინვალე გოლი გაიტანა. ის მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოსკენ წავიდა და გარე ტერფით დაარტყა - ანგარიში 2:0!“

შეგახსენებთ, რომ საბასთვის ეს ზედიზედ მესამე გოლია. „ჯვაროსნების“ შემტევმა პირველ ტურში „ქასიმფაშას“ კარი აიღო, ხოლო მეორე ტურში „გალათასარაის.“

საბას გარდა „ჰატაისპორტიდან“ გოლები ტრაორემ, რიბეირომ, ელ კააბიმ და კამარამ გაიტანეს. ამ მომენტისთვის კი ერდოღანის გუნდს 4 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე იმყოფება.

ცნობისთვის, საბა ლობჟანიძე სექტემბერში გასამართი სანაკრებო მატჩებისთვის ვილი სანიოლმა გამოიძახა და სულ მალე ის „ჯვაროსნებისთვის“ შეუტევს.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები