მორიგი მედლები პოლონეთიდან - ძალოსნების ბრწყინვალე ასპარეზობა
Aa
Aa

მორიგი მედლები პოლონეთიდან - ძალოსნების ბრწყინვალე ასპარეზობა

პოლონეთში მიმიდნარე ჭაბუკთა ევროპის ჩეპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს დელეგაცია ირაკლი ვეკუამ კიდევ 2 მედალი მოუტანა.

ახალგაზრდა ძალოსანმა  ატაცში სამივე ცდა  წარმატებით გამოიყენა და დაძლეული 105/109/113 კგ-ით ვერცხლის პრიზიორი გახდა.

სამწუხაროდ აკვრაში ვეკუამ მხოლოდ ერთი მისვლა გამოიყენა და 132კგ. აწია. ირაკლიმ პირველ მისვლაზე 132 კგ. გააცუდა, ხოლო მესამეზე 139 და მხოლოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა. 

საერთო ჯამში ირაკლი ვეკუამ პოლონეტში 245 ქულა დააგროვა, რითაც ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

შეგახსნებთ,რომ საქართველოს დელეგაციამ პოლონეთში ბრწყინვალეთ იასპარეზა და ევროპის ჩემპიონები გურამ ვეკუა, ნათია გადელია, მარიამ მურღვლიანი, ნიკოლოზ ესართია, ლევან ოჩიგავა, რევაზ მილდიანი და გიგა ოდიკაძე გახდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები