ტორპედო ახალი ინვესტორის ხელში კვლავ არ გადავიდა - რატომ გადაიდო პროცესი
Aa
Aa

ტორპედო ახალი ინვესტორის ხელში კვლავ არ გადავიდა - რატომ გადაიდო პროცესი

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გუნდი, ქუთაისის ტორპედო, რომელსაც ბოლო პერიოდში ფინანსური პრობლემები აქვს, იყიდებოდა. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი თავის მხრივ, ვალდებულებას იღებდა მყიდველისთვის ხელი შეუწყო ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში, რისთვისაც, კანონით დადგენილი წესით, სარგებლობაში საფეხბურთო ბაზას გადასცემდა.

ტორპედოს საწყისი ფასი 567 00 ლარი იყო, თუმცა რამდენიმე კვირის წინ გასაყიდად გამოცხადებული აუქციონი არ შედგა.

როგორც გუშინ CrystalSport-მა მოგაწოდათ ინფორმაცია, მიმდინარე დღეს ქუთაისის მერიაში საკრებულოს სხდომა იყო ჩანიშნული, სადაც ტორპედოს საკითხი უნდა გარკვეულიყო და გუნდი ახალი ინვესტორის ხელში ოფიციალურად გადასულიყო.

საბოლოოდ, გარიგება არც ამ ეტაპზე შედგა.

CrystalSport-ის ინფორმაციით, აღნიშნული გარიგების ჩაშლა ძველ, სოლიდურ დავალიანებას უკავშირდება. ახალმა ინვესტორმა ძველი დავალიანების დაფარვაზე უარი განაცხადა, მერიამ კი თავის მხრივ, ამავე მიზეზით, პოტენციურ სპონსორს გუნდის გასხვისებაზე უარი უთხრა.

ფოტო: ტორპედო

რა თქმა უნდა, ტორპედოს საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება ქუთისის მუნიციპალიტეტის მერიაში ვცადეთ, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ.

ქუთაისის მერიამ ტორპედო 300 000 ლარად 2017 წელს გაიყიდა, რომელიც ზაალ ჩაჩავამ შეიძინა. მოგვიანებით, მან ვალდებულებები ვერ შეასრულა და ჩაჩავამ კლუბი ხმაურით დატოვა. ამის შემდეგ ქუთაისურ გუნდში იტალიელი ინვესტორები გამოჩნდნენ, რომელთაც ტორპედო მალევე დატოვეს.

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები