მამუკელაშვილის აღიარება: ქართველი საზაფხულო ლიგის სიმბოლურ გუნდშია
Aa
Aa

მამუკელაშვილის აღიარება: ქართველი საზაფხულო ლიგის სიმბოლურ გუნდშია

USAToday-ს მიერ შედგენილ საზაფხულო ლიგის სიმბოლურ ნაკრებში ქართველი კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი მოხვდა. აღნიშნულმა გამოცემამ 15 მოთამაშე შეადგინა, სამი სიმბოლური გუნდი შეადგინა და ქართველი მძიმ ფორვარდი მესამე სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.

მესამე ხუთეული ასე გამოიყურება: კრის დუარტე (ინდიანა), მოსეს მუდი (გოლდენ სტეიტი), ევან მობლი (კლივლენდი), ჯერემია რობინსონი-ერლი (ოკლაჰომა სიტი), სანდრო მამუკელაშვილი (მილუოკი).

გამომდინარე იქიდან, რომ მამუკელაშვილი NBA-ის 2021 წლის დრაფტის 60 საუკეთესო ახალგაზრდას შორის მოხვდა და ''მილუოკმა'' 54-ე ნომრად აირჩია, საუკეთესო 15 მოთამაშეს შორის მოხვედრა მნიშვნელოვანი აღიარებაა.

შეგახსენებთ, ლას ვეგასში მიმდინარე საზაფხულო ლიგის ერთ-ერთ ბოლო დღეს, ორი ქართველი კალათბურთელის მონაწილეობით გამართული მატჩი ვიხილეთ. სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსი“ გიორგი ბეჟანიშვილის „დენვერ ნაგეთსს“ დაუპირისპირდა და 87-94 დამარცხდა.

NBA-ის საზაფხულო ლიგის ისტორიაში ქართველმა კალათბურთელებმა ერთმანეთის წინააღმდეგ პირველად იასპარეზეს და სათამაშო დრო ორივე მათგანს მიეცა. ბეჟანიშვილმა პარკეტზე 7 წუთი და 16 წამი გაატარა, მამუკელაშვილს კი „მილუოკის“ მაისურით საუკეთესო მატჩი ჰქონდა.

„მამუმ შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო, 22 წუთზე ოდნავ მეტი ითამაშა და 20 ქულა, 7 მოხსნა და 1 დაფარება გაიფორმა. სანდრომ თამაშიდან და პერიმეტრიდან შესანიშნავი პროცენტით შეუტია - 4-დან 3 სამქულიანი, 12-დან 8 გამოყენებული ტყორცნა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და „მილუოკიმ" მატჩის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელა. ბეჟანიშვილს რაც შეეხება, გიორგიმ 2 ქულა, 1 დაფარება და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ლას ვეგასის საზაფხულო ლიგაზე ეს მატჩი ქართველი კალათბურთელებისთვის ბოლო გახლდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები