ტოკიო 2020 - გიორგი მუჯარიძემ საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ დაძლია
Aa
Aa

ტოკიო 2020 - გიორგი მუჯარიძემ საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ დაძლია

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ბირთვის მკვრელმა გიორგი მუჯარიძემ საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გადალახა.

ქართველმა სპორტსმენმა პირველ ტყორცნაზე ბირთვი 18.71 მეტრზე გადააგდო, მეორეზე კი 19.76. სამწუხაროდ, 23 წლის სპორტსმენმა მესამე ცდაზე 19.55 მეტრი დააფიქსირა და ოლიმპიურ თამაშებს დაემშვიდობა.

შეგახსენებთ, რომ დღესვე ბირთვის კვრაში საქართველოს სახელით ბენიკ აბრამიანს უნდა ეასპარეზა, მაგრამ ტესტირების საერთაშორისო სააგენტოს, ITA-ს ინფორმაციით, აბრამიანმა დოპინგ-ტესტი ჩააგდო და მას ორგანიზმში აკრძალული პრეპარატები აღმოუჩინეს. 36 წლის სპორტსმენმა დროებითი დისკვალიფიკაცია მიიღო.

ტოკიოში ასპარეზობა ხვალ გაგრძელდება და საქართველოს სახელით ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსანი ლაშა ტალახაძე და ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავე რამაზ ზოიძე გამოვლენ.

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 6 მედალია. ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული ძიუდოს 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაურმა მოიპოვა. ვერცხლის პრიზიორები კი ასევე ძიუდოისტები ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი და გურამ თუშიშვილი გახდნენ. ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია კი ვერცხლის მედალს დასჯერდა.

გამოსარჩევია, რომ შავდათუაშვილი გახდა პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე ზედიზედ სამი მედალი მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები