CNN: ქართველი ნინო სალუქვაძე ოლიმპიადაზე ისტორიას წერს
Aa
Aa

CNN: ქართველი ნინო სალუქვაძე ოლიმპიადაზე ისტორიას წერს

მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული მედიაგიგანტი CNN-ი ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონზე ნინო სალუქვაძეზე წერს და ამბობს, რომ ის ტოკიოში ისტორიას წერს.

„52 წლის სპორტსმენი ტოკიოში თავის მე-9 ოლიმპიურ თამაშებში მიიღებს მონაწილეობას და ისტორიაში პირველი ქალი გახდება, ვინც ამას შეძლებს.

სალუქვაძის ოლიმპიური დებიუტი 1988 წლის სეულის ოლიმპიადაზე საბჭოთა კავშირის სახელით შედგა. მან 25 მეტრზე სპორტული პისტოლეტით შეჯიბრში ოქროს მედალი მოიპოვა და ვერცხლის მედალი ქალთა 10 მეტრზე საჰაერო პისტოლეტით შეჯიბრში.

მას შემდეგ, ის ყველა ოლიმპიურ თამაშებზე გამოჩნდა. 2008 წელს კი პეკინში საქართველოს სახელით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მან თავისი ლეგენდარული კარიერის განმავლობაში 86 მედალი მოიპოვა.

სალუქვაძეს მიენიჭა პატივი, რომ გახსნის ცერემონიაზე საქართველოს მედროშე იყოს“. - წერს CNN-ი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ოლიმპიური გუნდი ტოკიოში 35 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.

ცხელი ამბები