''ხელოვნურ საფარზე ტრავმა მიიღო'' - გენტის მწვრთნელმა ჩაკვეტაძეზე ისაუბრა
Aa
Aa

''ხელოვნურ საფარზე ტრავმა მიიღო'' - გენტის მწვრთნელმა ჩაკვეტაძეზე ისაუბრა

''გენტის“ მთავარმა მწვრთნელმა ჰაინ ვანჰაზებრუკმა გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით ქართველმა ტალანტმა ტრავმა ''სენტ. ტრუიდენთან'' შეხვედრაში, ხელოვნურ საფარზე თამაშისას მიიღო. მოთამაშემ კონფერენს ლიგის მატჩი ''ვოლერენგასთან'' გამოტოვა და საპასუხო შეხვედრაშიც ვერ ვიხილავთ მინდორზე.

ჰაინ ვანჰაზებრუკი: ''მან ტრავმა ''სენტ. ტრუიდენთან'' მიიღო. ამ მიზეზით გამოტოვა ''ვოლერენგასთან'' მატჩი. მას ასევე ვერ ვიხილავთ ბელგიის ჩემპიონატის პირველ ტურსა და ''ვოლერენგასთან'' საპასუხო მატჩში. ნორვეგიაში ხელოვნურ საფარზე ვითამაშებთ, ჩაკვეტაძე კი ხელოვნურ საფარზე თამაშს ერიდება. ამის შემდეგ დავაკვირდებით მის მდგომარეობას''.

შეგახსენებთ, ჩაკვეტაძე მიმდინარე ზაფხულში ახალი სეზონისთვის ''გენტთან'' ერთად ემზადებოდა, რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო, თუმცა როგორც მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, ხელოვნურ საფარზე თამაშისას ტრავმა მიიღო და უახლოეს შეხვედრებში კლუბს ვერ დაეხმარება.

21 წლის ქართველმა შემტევმა 2020-21 წლების სეზონში მხოლოდ 4 ოფიციალური მატჩი ჩაატარა. ბოლოს გიორგიმ 2020 წლის 4 ოქტომბერს „ბეერსხოტის“ წინააღმდეგ ითამაშა და მინდორზე მხოლოდ 28 წუთი გაატარა. მას შემდეგ ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

შეგახსენებთ, გიორგი ჩაკვეტაძე თბილისის ''დინამოს'' აღზრდილია და 2017 წლიდან ''გენტის'' ღირსებას იცავს, თუმცა 2019 წლიდან მოყოლებული გუნდს ტრავმების გამო ხშირად ვერ ეხმარება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები