ოლიმპიადაზე პირველი მეტოქე ცნობილია - სანდრო ბაზაძე ეგვიპტელით იწყებს
Aa
Aa

ოლიმპიადაზე პირველი მეტოქე ცნობილია - სანდრო ბაზაძე ეგვიპტელით იწყებს

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე სანდრო ბაზაძის პირველი მეტოქის ვინაობა გაირკვა. ქართველი მოფარიკავე მედლისთვის ბრძოლას ეგვიპტელი მოჰაბ სამერის წინააღმდეგ გასამართი ბრძოლით დაიწყებს.

სამერი 26 წლის სპორტსმენია და FIE-ს რეიტინგში 32-ე ადგილი უკავია. 2016 წელს კი აფრიკის ჩემპიონი გახდა. ოფიციალურ შეხვედრებში სანდრო ბაზაძე და მოაჰაბ ამერი ერთმანეთს არ შეხვედრიან. ხვალინდელი დაპირისპირება კი თბილისის დროით დილის 08:10 საათზეა ჩანიშნული.

ეგვიპტელი მოფარიკავე გუნდთან ერთად ივნისში თბილისში ერთობლივ შეკრებაში იმყოფებოდა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები