მილუოკიმ ფინიქსს სტუმრად მოუგო და 3:2 დაწინაურდა!
Aa
Aa

მილუოკიმ ფინიქსს სტუმრად მოუგო და 3:2 დაწინაურდა!

გამთენიისას NBA-ში სუპერფინალური სერიის მე-5 შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ფინიქსმა უმასპინძლა და „სანსი“ „ბაქსთან“ 119:123 დამარცხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ იანისი და კომპანია 3:2 დაწინაურდნენ!

მასპინძლებმა პირველი მეოთხედი დამაჯერებლად 37:21 მოიგეს და თითქოს დაწინაურების შანსი ხელიდან არ უნდა გაეშვათ, თუმცა მეორე მეოთხედიდან „მილუოკი“ შეუჩერებელი იყო.

43:24 და 36:29 – „ბაქსმა“ მეორე და მესამე მეოთხედები დამაჯერებლად მოიგო და გადამწყვეტ ტაიმს უპირატესობით შეხვდა. საბოლოოდ, მასპინძლებს 29:23 არ ეყოთ და შეხვედრა 4-ქულიანი ჩამორჩენით წააგეს.

 

ამრიგად, „ბაქსმა“ სტუმრად მოიგო და გადამწყვეტ შეხვედრას საკუთარ კედლებში გამართავს, რომლის მოგების შემთხვევაშიც ჩემპიონობას გაიფორმებენ.

რაც შეეხება სტატისტიკას, „ბაქსში“ საუკეთესო იანისი იყო, რომელმაც 40:34 წუთში 39 ქულა, 9 მოხსნა და 6 გადაცემა მიითვალა. ჯრუ ჰოლიდეის 27 ქულა და 13 გადაცემა ჰქონდა.

„სანსის“ მხრიდან საუკეთესო 40 ქულით დევონ ბუკერი გახლდათ. კრის პოლმა ორმაგი დუბლი გაიფორმა - 21 ქულა, 11 გადაცემა.

სერიის მე-6 და შესაძლოა გადამწყვეტი დაპირისპირება 21 ივლისს, თბილისის დროით 05:00 საათზე მილუოკიში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები