დამაჯერებელად - ტოჩინოშინის მე-5 გამარჯვება
Aa
Aa

დამაჯერებელად - ტოჩინოშინის მე-5 გამარჯვება

„ნაგოია ბაშოს“ მე-13 დღეს, ლევან გორგაძე მე-15 მაეგაშირას, ცურუგიშოს შეხვდა. იაპონელ სეკიტორს 7 გამარჯვება ჰქონდა, თუმცა „ტოჩინოშინის“ წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო. „ტოჩიმ“ დამაჯერებლად იმარჯვა და მეტოქე იორიკირის ილეთით დაამარცხა.

ხვალ, ქართველი სუმოტორი მე-17 მაეგაშირას, იჩიიამამოტოს გაეჯიბრება. ამ უკანასკნელს კაჩე-კოშის გაფორმების შანსი აქვს და გორგაძეს პირველ შეერკინება. როგორც მოგეხსენებათ, ტოჩინოშინი მიმდინარე ბაშოს უარყოფითი ბალანსით დაასრულებს და დღევანდელი გამარჯვების შემდეგ, მის ანგარიშზე 5 მოგება და 8 მარცხია.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა სეკიტორმა ბაშოზე უარყოფითი ბალანსი დააფიქსირა და როგორც მოსალოდნელი იყო, რამდენიმე საფეხურით დაქვეითდა. ტოჩინოშინი, რომელმაც გასული ბაშო აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირას რანგში ჩაამთავრა და 15 ბრძოლიდან მხოლოდ 5 მოიგო, „ნაგოია ბაშოზე“ აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები