„მისნაირი ქომაგის ყოლა პრივილეგიაა“ - ჯოკოვიჩმა 92 წლის ფანს ოცნება აუსრულა
Aa
Aa

„მისნაირი ქომაგის ყოლა პრივილეგიაა“ - ჯოკოვიჩმა 92 წლის ფანს ოცნება აუსრულა

ნოვაკ ჯოკოვიჩმა 92 წლის ქალბატონს, ბეტის ოცნება აუსრულა. ეს უკანასკნელი პენსილვანიაში მდებარე ერთ-ერთი საავადმყოფოში იმყოფება და ამის გამო „უიმბლდონზე“ „ნოლეს“ ტრიუმფი ვერ იხილა, თუმცა როგორც კი თვალი გაახილა, სერბი ჩოგბურთელის შესახებ იკითხა.

ბეტის დის შვილიშვილმა, რებეკა ფორენდმა გადაწყვიტა მოხუცი ქალბატონი გაეხარებინა და „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში სერბ ჩოგბურთელს მიმართა. პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ჯოკოვიჩამდეც მიაღწია, ნოვაკს კი რებეკა უპასუხოდ არ დაუტოვებია:

„გთხოვთ, დეიდა ბეტის გააგებინეთ, რომ მისნაირი ქომაგის ყოლა პრივილეგიაა. და მალე გამოჯანმრთელდი! ნოლეს გულშემატკივრებო, თქვენი სიყვარული მისი მისამართით გაგზავნეთ“.

სერბი ჩოგბურთელის ჟესტმა სოციალურ ქსელებში დიდი მოწონება დაიმსახურა. გულშემატკივრებმა „ნოლე“ შეაქეს და განაცხადეს, რომ იგი ღირსეული ადამიანია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები