Aa
Aa

"პირამიდა"

crystalsport.ge გთავაზობთ "პირამიდა" ბილეთს, რომელიც შედგენილია დღევანდელი საჩოგბურთო მატჩებისაგან. 

ბილეთში მოცემულია CRYSTALBET.COM-ის კოეფიციენტები!

გისურვებთ წარმატებას!

 

ATP - SINGLES: Dubai (United Arab Emirates), hard - მარეი-ჟაზირი. დასაწყისი - 19:00

„ავსტრალიის ღია პირველობის“ შემდეგ, მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ენდი მარეი, ისვენებდა და ტურში სწორედ ამ კვირიდან ჩაერთო.

იგი დუბაის ტურნირის 1/16 ფინალში ტუნისელ მალეკ ჟაზირის შეხვდება, რომელიც ამჟამად მსოფლიო რეიტინგის 51-ე საფეხურზეა.

ენდისთვის ეს ტურნირი საჭირო და მნიშვნელოვანია, რადგან მას აქ გასულ წელს არ უთამაშია, შესაბამისად, ქულებიც დასაცავი არ აქვს. გარდა ამისა, სულ მალე მასტერსის სერიის ზედიზედ 2 ტურნირი მოდის და ენდი სათამაშო ტონუსში სწორედ დუბაიში უნდა შევიდეს.

რაც შეეხება მალეკ ჟაზირის, საშუალო სიძლიერის ჩაწოდება აქვს და მისი მოწოდების შემდეგ თამაში ძირითადად გათამაშებებში გადადის, რომელშიც ტუნისელს ენდისთან გამკლავება, რა თქმა უნდა, ძალიან გაუჭირდება.

სხვა მხრივ, მარეის შესაძლებლობებსა და სათამაშო დონეზე საუბარი სრულიად ზედმეტია. მან აღნიშნული მატჩი იოლად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე უნდა მოიგოს და შემდეგ მატჩებს შედარებით დასვენებული და უკეთესად მომზადებული შეხვდეს. 

ATP - SINGLES: Dubai (United Arab Emirates), hard - ბერდიხი-როსოლი. დასაწყისი - 20:30

დუბაის ტურნირის დღევანდელი დღის ბოლო შეხვედრა, ჩეხებს, ტომაშ ბერდიხსა და ლუკაშ როსოლს შორის ჩატარდება.

ბერდიხი საკმაოდ კარგ ფორმაშია და დიდი ალბათობით ამ შეხვედრას მოიგებს კიდეც, თუმცა ბოლო დროს თამაშის ხარისხი როსოლმაც საგრძნობლად გამოასწორა და აშკარაა, რომ იგი ნელ-ნელა ფორმასაც იბრუნებს.

ზოგადად, როსოლი ცუდი ჩოგბურთელი არაა. მას ძლიერი ჩაწოდება აქვს და გათამაშებისასაც საკმაოდ ტექნიკურია. იგი იმ სტილის მოთამაშეა, რომელიც თითქმის არავისთან საკუთარ მოწოდებას ამა თუ იმ მატჩისას ხშირად არ აგებს.

ბერდიხი არაა იმდენად კარგი მიმღები, რომ ასეთ მომწოდებელ მეტოქეს ბევრი ბრეიკი შეუსრულოს და შეხვედრა დიდი ანგარიშით მოიგოს.

შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ როსოლი ამ თამაშს დიდი ანგარიშით არ დათმობს. ის კი არა, საერთოდ არაა გამორიცხული, მან სეტის მოგებაც შეძლოს.

ბილეთი მოგებულია!!!

პ.ს. როსოლმა თამაში შეწყვიტა, რის გამოც მეორე შედეგი გაბათილებულია და მხოლოდ ერთი თამაშის გამოცნობილი კოეფიციენტი გვეთვლება! 

ცხელი ამბები