ლეგიონერი, რომელიც თბილისში სამედიცინო შემოწმებას გადიოდა, ყაზახეთში გადავიდა
Aa
Aa

ლეგიონერი, რომელიც თბილისში სამედიცინო შემოწმებას გადიოდა, ყაზახეთში გადავიდა

რამდენიმე დღის წინ, ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების საკვალიფიკაციო ეტაპამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ „დინამო" თბილისი განელი ლეგიონერით ძლიერდებოდა, დევიდ მავუტორი თბილისში იყო და სამედიცინო შემოწმებას გადიოდა, თუმცა საბოლოოდ გაირკვა, რომ ფეხბურთელსა და საქართველოს მოქმედ ჩემპიონს შორის კონტრაქტი აღარ შედგა. მიზეზად ფეხბურთელის ჯანმრთელობის პრობლემები დასახელდა, მან სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა.

გაირკვა ისიც, რომ ფეხბურთელი ყაზახურ ყარაღანდის „შახტარს" შეუერთდება, რომელმაც დასრულებულ საკლუბო სეზონში, ყაზახეთის 14 გუნდიან ჩემპიონაში მე-11 ადგილი დაიკავა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მავუტორისთვის ყაზახეთი უცხო არ არის, განელი „ჟეტისუსაში" ასპარეზობდა, რომელიც პირველი დივიზიონიდან გავარდა. 

სხვადასხვა დროს ნახევარმცველი პოლონურ „ვისლასა" და ტაჯიკურ „ისტიკლოლშიც" თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები