ძვირადღირებული საათი წაართვეს - ფორმულა 1-ის პილოტი გაძარცვეს
Aa
Aa

ძვირადღირებული საათი წაართვეს - ფორმულა 1-ის პილოტი გაძარცვეს

ფორმულა 1-ის პილოტი, ლანდო ნორისი გაძარცვეს. The Sun-ის ინფორმაციით, ინციდენტი ინგლისისა და იტალიის დაპირისპირების შემდეგ მოხდა და მაკლარენის მრბოლელს ძვირადღირებული საათი მოჰპარეს.

ბრიტანული გამოცემის მიხედვით, მატჩის შემდეგ, ნორისი საკუთარი ავტომობილისკენ მიემართებოდა და მასთან რამდენიმე ნაბიჯში იყო, როცა თავს დაესხნენ. დამნაშავეებმა 21 წლის პილოტს 40 000 გირვანქა სტერლინგად შეფასებული საათი წაართვეს და ადგილიდან მიიმალნენ.

„ერთმა მძარცველმა ლანდო დაიჭირა, მეორემ კი საათი წაართვა და ყველაფერი წამებში მოხდა. ნორისი შოკში იყო. მთელი ღამის განმავლობაში დაცვის სამსახურის წარმომადგენლები საშინლად მოქმედებდნენ“, - ავრცელებს ერთ-ერთი თვითმხილველის სიტყვებს The Sun.

შეგახსენებთ, რომ 11 ივლისს, როგორც მატჩამდე, ისე მის შემდეგ, ინგლისის ნაკრების ქომაგების მხრიდან კანონის დარღვევა ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ. გულშემატკივართა მიერ გამოჩენილი ძალადობის გამო დაზიანება 19-მა სამართალდამცველმა მიიღო, ხოლო პოლიციამ ასობით ქომაგი დააკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები