ტოკიოში პარალიმპიური თამაშების მედროშე ირმა ხეცურიანი იქნება
Aa
Aa

ტოკიოში პარალიმპიური თამაშების მედროშე ირმა ხეცურიანი იქნება

დღეს, ოლიმპიური და პარალიმპიური დელეგაციების ფიცის დადებისა და ტოკიოს ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე გაცილების ცერემონია გაიმართა.

ტოკიოში 10 000 ათლეტს ელოდებიან, მათ შორის, 12 სახეობიდან 35 სპორტსმენი საქართველოსაც ეყოლება.

ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს მედროშეები ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე იქნებიან, ხოლო პარალიმპიური თამაშების მედროშე პარამოფარიკავე, ირმა ხეცურიანი.

მოგეხსენებათ, პარალიმპური თამაშების ჩატარება გასულ წელს, 2020 წლის 25 აგვისტო - 6 სექტემბერს იყო დაგეგმილი, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, მიმდინარე ზაფხულში - 24 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

ტოკიოს თამაშების თილისმები 2,6 მეტრიანი ფიგურებია - მირაიტოვა და სომეიტი.

გეტყვით იმასაც, რომ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, იოსიჰიდე სუგამ კორონავირუსთან დაკავშირებით გართულებული ვითარების გამო, 12 ივლისიდან 22 აგვისტოს ჩათვლით, ტოკიოში საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა, რის გამოც, ტოკიო 2020 მაყურებლის გარეშე ჩაივლის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები