ტოკიო 2020 - ოლიმპიელებმა ფიცი დადეს
Aa
Aa

ტოკიო 2020 - ოლიმპიელებმა ფიცი დადეს

თბილისის ოლიმპიურ პარკში საქართველოს ოლიმპიური და პარალიმპიურ დელეგაციების ფიცის და გაცილების ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებას ჩვენი ქვენის უმაღლესი თანამდებობის პირები და სპორტული ფედერაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებზე, რომელსაც 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით იაპონიის დედაქალაქი ტოკიო უმასპინძლებს, საქართველო სპორტის 11 სახეობაში 35 ლიცენზიანტით წარსდგება.

აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი პრემიის სახით, 1 000 000 ლარს მიიღებს.

საქართველოს სპორტსმენთა სახელით, ფიცი ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა დადო.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად საქართველოს დელეგაციას 2 მედროშე ეყოლება - ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები