დასანანი მარცხი დაძაბულ შეხვედრაში - ტოჩინოშინმა მეხუთედ წააგო
Aa
Aa

დასანანი მარცხი დაძაბულ შეხვედრაში - ტოჩინოშინმა მეხუთედ წააგო

„ნაგოია ბაშოს“ მე-7 დღეს, ქართველი სუმოტორი, ლევან გორგაძე დოჰიოზე მე-9 მაეგაშირა შიმანოუმის წინააღმდეგ გავიდა. ბრძოლა საკმაოდ საინტერესო და გრძელი გამოდგა. „ტოჩი“ უპირატესობას ფლობდა და რამდენჯერმე გამარჯვებასთან ახლოსაც იყო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია და დასანანი მარცხი იწვნია.

ივლისის სუპერტურნირის მე-8 დღეს, ტოჩიონშინის მეტოქე მე-14 მაეგაშირა, დაიამამი იქნება. ამ უკანასკნელს 7 ბრძოლიდან მხოლოდ 2 გამარჯვება აქვს და ქართველ სეკიტორს მეორედ გაეჯიბრება. ლევანისა და მისი პირველი შეხვედრა 2021 წლის „ნაცუ ბაშოზე“ გაიმართა და გორგაძემ ცუკიოტოშის ილეთით იმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა სეკიტორმა ბაშოზე უარყოფითი ბალანსი დააფიქსირა და როგორც მოსალოდნელი იყო, რამდენიმე საფეხურით დაქვეითდა. ტოჩინოშინი, რომელმაც გასული ბაშო აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირას რანგში ჩაამთავრა და 15 ბრძოლიდან მხოლოდ 5 მოიგო, „ნაგოია ბაშოზე“ აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები