მსოფლიო თასი - ხეცურიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
Aa
Aa

მსოფლიო თასი - ხეცურიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

პარაფარიკაობაში,ვარშავის მსოფლიო თასის გათამაშება,საქართველოს ნაკრებმა გუნდმა მაღალი სინჯის მედლით დაიწყო.

ირმა ხეცურიანმა რაპირაში იასპარეზა და საქართველოს ნაკრებ გუნდს ბრინჯაოს მედალი მოუტანა.

ხეცურიანმა იაპონელ მეტოქესთან ასპარეზობა,მოწინააღმდეგეს სასარგებლოდ,ანგარიშით 15:5 დაასრულა.

საქართველოს პარამოფარიკავეთა ნაკრები,ხვალ განაგრძობს ასპარეზობას ხმალში. 

ნინო თიბილაშვილი,ირმა ხეცურიანი და გვანცა ზადიშვილი ვარშავის მსოფლიო თასის მოსაპოვებლად იბრძოლებენ. 

შეგახსენებთ,რომ საქართველოს ეტლით-მოფარიკავეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია.

გუნდური შეჯიბრის ფინალში ირმა ხეცურიანმა,ნინო თბილაშვილმა და გვანცა ზადიშვილმა უკრაინის გუნდი  ანგარიშით 45:44 დაამრცხეს და ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები