ტოკიო 2020 - იაპონელი ბავშვები საქართველოს ჰიმნს სწავლობენ
Aa
Aa

ტოკიო 2020 - იაპონელი ბავშვები საქართველოს ჰიმნს სწავლობენ

იაპონელი ბავშვები საქართველოს ჰიმნს სწავლობენ,რათა ოლიმპიური თამაშების დროს საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრისას იმღერონ. ინფორმაციას საქართველოს ელჩი იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავა ავრცელებს.

ტენრიოს დაწყებითი სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ჰიმნის შესრულების ონლაინ ინსტრუქცია მიიღეს. ბავშვები ერთი კვირის განმავლობაში ემზადებოდნენ ამ პერფორმანსის გადასაღებად. მომავალში, ჩვენ ვგეგმვათ გაცვლით თანამშრომლობა-პარტნიორობას სქართველოს მასპინძელ მუნიციპალიტეტებში (შიგა-ჩო, იშიკავას პრეფექტურა, ტოკუშიმას პრეფექტურა. ქალაქი ომუტა) ჰიმნის გამოქვეყნებას შეგატყობინებთ ფეისბუქზე, ასე რომ თვალი გვადევნეთ. მოდით, ვიმღეროთ ეს მშვენიერი მელოდია ოლიმპიური დაჯილდოვების ცერემონიაზე”- წერია განცხადებაში 

ოლიმპიური თამაშები ტოკიოში 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.

დღეისათვის ტოკიო-2020-ის ლიცენზიის მფლობელები ოფიციალურად არიან : ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა), გიორგი მუჯარიძე (მძლეოსნობა, ბირთვის კვრა), ლაშა ღულელაური (მძლეოსნობა, სამხტომი), გიორგი მელია (ბერძნულ რომაული-ჭიდაობა, 97კგ), რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 67 კგ), ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 87 კგ), იაკობ ქაჯაია (ბერძნულ -რომაული ჭიდაობა, 130კგ), ავთანდილ კენჭაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 74 კგ), ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 97 კგ), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ), სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა, ხმალი) გოგიტა არქანია (კარატე) , შოთა მიშველიძე (ძალოსნობა ,61 კგ) , გოგა ჩხეიძე (ძალოსნობა, 67 კგ), ანტონ პლესნოი (ძალოსნობა, 96 კგ), ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა , +109 კგ) , ესკერხან მადიევი (კრივი, 69 კგ), გიორგი ხარაბაძე (კრივი, 75 კგ.) სახილ ალახვერდოვი (კრივი, 52 კგ.), ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩოგბურთი), მარიამ იმნაძე (ცურვა) , დავით აბესაძე (ცურვა), სალომე ფაჟავა (ტანვარჯიში), ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო), ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო), ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო), ტატო გრიგალაშვილი (ძიუდო), ლაშა ბექაური (ძიუდო), ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო), გურამ თუშიშვილი (ძიუდო), ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (ძიუდო), ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო), სოფიკო შათირიშვილი (ბირთვის კვრა) , ბაჩანა ხორავა (სიგრძეზე ხტომა), ბენიკ აბრამიანი (ბირთვის კვრა)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები