„როცა მეტოქე დაცვაში „ავტობუსს
Aa
Aa

„როცა მეტოქე დაცვაში „ავტობუსს" აყენებს, გვიჭირს" - ცხადაძის პირველი კომენტარი

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-19 ტურის შეხვედრა დინამო არენაზე შედგა, სადაც „დინამო" თბილისმა „სამგურალს" უმასპინძლა და ანგარიშით - 1-2 დამარცხდა. სოსო ფრუიძის გუნდმა ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს პირველი ტაიმი ორბურთიანი სხვაობით მოუგო.

შეხვედრის შემდეგ კომენტარი „დინამო" თბილისის მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ გააკეთა:

„ფეხბურთელები ეიფორიაში იყვნენ და ბევრი წუნი იყო, რის შედეგადაც სწრაფი შეტევები მივიღეთ და რაშიც სამგურალი ძალიან ძლიერია. როგორც კი ამის საშუალება მივეცით, კარგად გამოიყენეს - თამაშის დასაწყისში უკვე ორბურთიანი სხვაობით ვმარცხდებოდით. შემდეგ ვეცადეთ, მაგრამ ვერაფერი შევცვალეთ.

ფაქტია ერთია - როცა მეტოქე დაცვაში „ავტობუსს" აყენებს, ჩვენს გუნდს ძალიან უჭირს, რადგან გუნდს ინდივიდუალისტი ფეხბურთელები აკლია. ამ მხრივ სამუშაო გვაქვს. გუნდს აკლია სისწრაფეც. თუნდაც, დაცვა ავიღოთ".

19 ტურის შემდეგ „დინამო" თბილისმა თავი 38 ქულას მოუყარა და 1 ქულით ჩამორჩება ლიდერ „დინამო" ბათუმს.

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-10 ტური სტარტს 27 ივნისს აიღებს. ამ დღეს „დინამო" თბილისი „ტორპედოს" ქუთაისში, რამაზ შენგელიაზე ესტუმრება.

ფოტო: „დინამო" თბილისი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები