„იყო ხარვეზები, მაგრამ გამოსწორებადია
Aa
Aa

„იყო ხარვეზები, მაგრამ გამოსწორებადია"- ნაკრების კაპიტანმა მატჩი შეაფასა

2019 წლის ივნისის შემდეგ საქართველოს ქალთა ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. ჩვენმა გუნდმა აზერბაიჯანს უმასპინძლა და ანგარიშით - 3:2 დაამარცხა.

ამხანაგური შეხვედრა თეონა თოდაძემ შეაფასა, რომელიც აღნიშნულ მატჩში საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი იყო:

„კაპიტნის რანგში პირველი შეხვედრა ჩავატარე და ეს განსაკუთრებულია. გავიმარჯვეთ, რაც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია.  მინდა, მადლობა გადავუხადო გოგონებს შრომისა და ბრძოლისთვის.

რა თქმა უნდა, იყო რაღაც ხარვეზები, მაგრამ ეს შემდეგი მატჩებისთვის გამოსწორებადია".

ახალი მთავარი მწვრთნელის, გიორგი ჩხაიძის დებიუტი წარმატებული გამოდგა - 2019 წლის ივნისის შემდეგ საქართველოს ქალთა ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ჩვენი გუნდი აზერბაიჯანის წინააღმდეგ მეორე ამხანაგურ მატჩს 14 ივნისს, მიხეილ მესხზე, 19:00 საათიდან გამართავს. დაპირისპირების პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა შესაძლებელი იქნება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის YouTube არხზე.

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები