რაგბი ევროპა: საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა მე-5 ადგილი დაიკავა
Aa
Aa

რაგბი ევროპა: საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა მე-5 ადგილი დაიკავა

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში, საქართველოსა და რუსეთის 7-კაცა ნაკრებების შეხვედრა შედგა და სამწუხაროდ, დავმარცხდით (5-12). 

დღესვე, მე-5 ადგილის პლეიოფის შეხვედრა საქართველოსა და პოლონეთს შორის, ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა (12-0), ხოლო პოლონეთის შემდეგ იტალიაც დავამარცხეთ (10-5) და მე-5 ადგილი დავიკავეთ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს 7-კაცა პორტუგალიას დაუპირისპირდა და დამარცხდა (12:19). დამარცხდა ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩშიც, გერმანიის წინააღმდეგ, ამჯერად ბევრად სოლიდური სხვაობით (0-29). გუშინვე, რაგბი ევროპის ჩემპიონატის სერიის პირველი ეტაპის დასკვნით მატჩში,  ჯაბა მალაღურაძის გუნდმა ლიეტუვას წინააღმდეგ გაიმარჯვა (19-14).

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპს რუსეთის დედაქალაქი მოსკოვი, მიმდინარე წლის 26-27 ივნისს უმასპინძლებს.

ფოტო: რაგბის კავშირი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები