ჯუღელი: ''თუ კვარაცხელია რუბინიდან წავა, მხოლოდ ტოპ კლუბში''
Aa
Aa

ჯუღელი: ''თუ კვარაცხელია რუბინიდან წავა, მხოლოდ ტოპ კლუბში''

საფეხბურთო აგენტმა მამუკა ჯუღელმა გადაცემაში ''სპორტი იმედზე'' ხვიჩა კვარაცხელიას მოსალოდნელ ტრანსფერზე ისაუბრა. მისი თქმით ამ ეტაპზე ყველაზე რეალურია, რომ მოთამაშემ კარიერა იტალიის სერია ა-ში ან ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელოს, თუმცა ტალანტის მიმართ ინტერესი გერმანულ კლუბებსაც აქვთ.

''კვარაცხელიას მიმართ დიდი ინტერესია ინგლისური, იტალიური და გერმანული კლუბების მხრიდან. ყაზანის ''რუბინი'' მაქსიმალურად ცდილობს, რომ ხვიჩა კვარაცხელია მაღალი დონის კლუბში მოხვდეს. ყოველდღიურად რაღაც იცვლება, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტული არაფერია.

კვარაცხელია დიდი ფეხბურთის სათამაშოდ მზადაა. წერენ, რომ ხვიჩა ''ლიდსში'' მიდის, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ''ლიდსის'' სპორტულ დირექტორთან საუბარი მქონდა, თუმცა მოლაპარაკება არ გაგრძელებულა.

''რუბინში'' ძალიან დაინტერესებულნი არიან, რომ ხვიჩა კვარაცხელია დიდ გუნდში მოხვდეს.

საქართველოს ბევრი ტალანტი ჰყოლია და მომავალშიც ეყოლება, მაგრამ ხვიჩა ჩამოყალიბებული პიროვნებაა, საქმეს პროფესიონალურად უდგება.

თუ კვარაცხელია ''რუბინიდან'' წავა, მხოლოდ ტოპ კლუბში. ''რუბინში'' დიდი სურვილი აქვთ, რომ ხვიჩა ტოპ კლუბში წავიდეს, ეს მათი სახელიცაა.

სავარაუდოდ, ხვიჩას ტრანსფერი 15 ივლისამდე გაირკვევა''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები